ADB - Asian Development Bank

05/02/2024 | Press release | Distributed by Public on 05/03/2024 06:24

Cooperation can Cut Carbon Footprint of Trade in CAREC Region — ADB

თბილისი, საქართველო (2 მაისი, 2024)- მჭიდრო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და სავაჭრო სტრატეგიების რეფორმირებას ცენტრალურ აზიასა და მეზობელ რეგიონებში შეუძლია ვაჭრობითა და ღირებულებათა ჯაჭვით გამოწვეული ნახშირბადის კვალის შემცირება - რაც წარმოადგენს ემისიების მზარდ წყაროს მსოფლიოში წარმოების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ენერგო-ინტენსიურ რეგიონში -განაცხადეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ოფიციალურმა პირებმა ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში.

"ADB-ის მიერ მხარდაჭერილი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, სტრატეგიების და სტანდარტების ჰარმონიზებას შეუძლია ხელი შეუწყოს ვაჭრობის ზრდას და ამავე დროს მომარაგების ჯაჭვების მიერ ნაკლები ნახშირბადის გამოყოფას, ასევე მათი მედეგობის გაუმჯობესებას," განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

მართალია, ვაჭრობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ და ზოგად განვითარებას, ასევე გაიზარდა ნახშირბადის ემისიებიც. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თანახმად, ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების 20-30% სწორედ გლობალური ვაჭრობისა და მომარაგების ჯაჭვებს უკავშირდება.

კარეკის ქვეყნების უმრავლესობა მუშაობს ემისიების ინტენსიურად გამომწვევ სექტორებში როგორიც არის ელექტრო ენერგია, ქიმიკატები, და წიაღისეულის მოპოვება. აღნიშნული იწვევს კარეკის მიერ ნახშირორჟანგის ემისიების ყველაზე მაღალ წილს მსოფლიოში.

კარეკის ქვეყნები, მათი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალური რეზერვებით სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგიის ტრანსფორმაციაში -დაწყებული ქარის ტურბინებით, დამთავრებული ელექტრო ავტომობილებითა და ენერგიის საცავებით. ამ ქვეყნებს აქვთ პოტენციალი შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება და ისარგებლონ ბაზრის იმ უპირატესობებით, რომლებიც მიიღება ენერგიის ტრანსფორმაციით.

თუმცა, კარეკს ესაჭიროება რეგიონალური მიდგომა მწვანე სტანდარტების განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მის ბიზნესებსა და მწარმოებლებს კონკურენტუნარიანების შენარჩუნებასა და მზარდი გარემოს დაცვითი სტანდარტების, ასევე ნახშირბადზე ფასდადების პოლიტიკების დაკმაყოფილებაში. კოორდინირებული რეგიონალური ნახშირბადის საწინააღმდეგო პოლიტიკებმა და ნახშირბადის ფასდადებამ შეიძლება გააუმჯობესოს რეგიონალური რესურსების გამოყენება, გაზარდოს ეკონომიკური ინტეგრაცია, შეამციროს ნახშირბადის გაჟონვა და გაზარდოს ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია.

"განვითარების პარტნიორების ხელშეწყობით, კარეკი ყოველთვის მუშაობს კლიმატის დაფინანსების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წევრი ქვეყნების სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას და კლიმატის ცვლილებების მიმართ მათი მედეგობის გაზრდას," განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლიაზიზა საბიროვამ.

კარეკის პროგრამა არის ცენტრალური აზიის, კავკასიის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორობის თანამშრომლობა მდგრადი განვითარების, ეკონომიკური ზრდის, და სიღარიბის შესამცირებლად. ADB ხელმძღვანელობს კარეკის სამდივნოს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 196 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყენას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Countries

  • Azerbaijan
  • China, People's Republic of
  • Georgia
  • Kazakhstan
  • Kyrgyz Republic
  • Mongolia
  • Pakistan
  • Tajikistan
  • Turkmenistan
  • Uzbekistan

Subjects