ADB - Asian Development Bank

05/01/2024 | Press release | Distributed by Public on 05/01/2024 02:16

Participants Gather for 57th ADB Annual Meeting

თბილისი, საქართველო (1 მაისი, 2024) - აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეები თავს იყრიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში. წლიური შეხვედრა ხვალ იხსნება და იმ განვითარების გამოწევებს მიმოიხილავს, რომლის წინაშეც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დგას, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნული ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია.

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით "ხიდი მომავლისკენ" თავს უყრის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკების მმართველებს, მთავრობების მაღალი რანგის წევრებს, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ADB-ის წევრი 68 ქვეყნიდან.

"წლიური შეხვედრა წარმოაჩენს ADB-სა და საქართველოს შორის მზარდ თანამშრომლობას და ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ,"განაცხადა ADB-ის მმართველმა გენერალურმა დირექტორმა ვუჩონგ უმმა. "თბილისის ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ ფიზიკური, ფინანსური და ეკონომიკური კავშირები აზიასა და ევროპას შორის."

საქართველოADB-ის წევრი 2007 წელს გახდა. ADB-ის საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მულტილატერალური განვითარების პარტნიორად აქცევს.

გაეცანით ღონისძიებების სრულ განრიგსდა თვალი ადევნეთ ADB-ის სიახლეებს ბანკის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის არხების საშუალებით -LinkedIn, X, Facebook, Instagram.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.